ზვიად კუპრავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში მისულ კუპრავას ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.
კუპრავა ასევე აცხადებს, რომ მას ედავებიან დროის გაჭიანურებას და „სხვისი თეფშიდან საჭმლის ჭამას“:
„მოგესალმებით ბრალდებულის სტატუსით, ოფიციალურად წამიყენეს ბრალი, დაამძიმეს და 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წამიყენეს ბრალი, რაც ორ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ეს არის სამარცხვინო ბრალი, ოფიციალური ბრალდება არის ის, რომ გავაჭიანურე დრო და სხვა პირის თეფშიდან გავაგრძელე საკვების მიღება, ეს არის ცირკი, რა თქმა უნდა სასამართლო სხდომა გაიმართება, აქ რატომ დამიძახეს, ჩემი დანაშაულია, რომ სხვისი თეფშიდან გავაგრძელე ჭამა? იმ პირს ვისი თეფშიდანაც ვჭამე, დავუბრუნებ საკვებს, სასამართლოს უპატივცემულობას მედავებიან და სხვისი თეფშიდან ჭამას“, - განაცხადა ზვიად კუორავამ.
მასალის გამოყენების პირობები






