4 წლის გოგონა, რომელიც 14 ივნისს ბათუმში უზბეკმა ქალმა ცემით მოკლა, ამ დრომდე არ დაუკრძალავთ. ცხედარი პროზექტურაში რჩება.
შს სამინისტროში განმარტავენ, რომ 4 წლის გოგოს ვერ დაკრძალავენ, სანამ ამაზე დედის ან მინდობილი პირის თანხმობა არ იქნება. ბავშვის ბიოლოგიური მამა საქართველოში ცხოვრობს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია და უწყებისთვის დაკრძალვის მოთხოვნით არავის მიუმართავს.
უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებს ამ დრომდე აქვს კომუნიკაცია გარდაცვლილი ბავშვის დედასთან, რომელიც ბათუმში ჩასვლას აქამდე ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთშია.
ბათუმში 4 წლის გოგონა, ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა.
გოგონას ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა. მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






