ცნობისთვის, წინა კვირას სამართალდამცველები კომოპანიის შენობაში ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდნენ. საბოლოოდ კი ძალოვანებმა ნივთმტკიცებად 3 ძირი კანაფი (მარიხუანა) ამოიღეს.
„ალბატროსის“ იურისტისა და კომპანიის დირექტორის მინდობილი პირის მტკიცებით, ტერიტორია, საიდანაც მარიხუანა ამოიღეს მათ მფლობელობაში არ არის. შესაბამისად, კითხვაზე რა ზომები გატარდა მათ მიმართ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ, ამბობენ რომ ამით დაინტერესებულები არ არიან, რადგან „საქმე ალბატროსს არ ეხება“.
თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც კომპანიის მოქმედი თანამშრომელია. მისი თქმით, საუბარია ალბატროსის 4 სართულიან შენობაზე, რომელიც იჯარითაა აღებული. აღმოჩენილი მარიხუანა სწორედ ამ შენობის სხვენში, მე-4 სართულზე იპოვეს. შესაბამისად, მარიხუანას კულტივაცია ადმინისტრაციასა და უსაფრთხოების სამსახურთან კავშირშია. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმენება, რომ სხვენი მათ მიერ არაა დაქირავებული.
ამასთან „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა კომპანია „ალბატროსში“ დასაქმებული 2 პირი დააკავეს, რომელებმაც საბოლოოდ დანაშაული - კომპანიის ტერიტორიაზე მარიხუანას კულტივაცია, აღიარეს.
„ნიუპოსტი“ შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ძალოვანი უწყება ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.
აღსანიშნავია, რომ „ალბატროსის“ შენობა სრულადაა აღჭურვილი ვიდეოკამერებით, რასაც კომპანიის იურისტი იასონ ბესელიაც ადასტურებებს.
ჩვენი ინფორმაციით, ვიდეოკამერებს უსაფრთხოების სამსახურ აკონტროლებს. შესაბამისად, მარტივად შეიძლება ჩანაწერების ამოღებაც, თუ კომპანიაში უცხო პირი შევიდა, ავიდა მე-4 სართულზე და იქ აბსოლუტურად თვითნებურად მარიხუანას კულტივაციას ეწეოდა. „ალბატროსის“ თანამშრომლების თქმით, სხვენზე მოსახვედრად, გარდა ცენტრალური შესასვლელისა, სხვა არ არსებობს.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, ამოღეს თუ არა ადგილზე მისულმა სამართალდამცევებმა ჩანაწერები, თუმცა როგორც შსს-ს პრესსამსახურმა გვითხრა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






