"თბილისი საქართველოს დედაქალაქია, რომელშიც თანამედროვე ნაგებობთანაა შერწყმული, ძველი ისტორიული შენობები, ბევრი არქიტექტურული ძეგლები და ქანდაკებებია.
ქალაქში დანაშაულის ძალიან დაბალი დონეა და უსაფრთხოდ ითვლება. თუმცა, დიდი რაოდენობის ხალხის თავშეყრის ადგილზე სიფრთხილე გამოიჩინეთ - როგორც ყველგან, მოერიდეთ ჯიბის ქურდებს. ადგილობრივი პოლიცია ევროპული მანერით მუშაობს და ქალაქის ცენტრში მუდამ პატრულირებს.
მართალია, ქალაქში პასპორტის თან ტარება საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგრამ სასურველია, თუკი პასპორტის ასლი თან გექნებათ. ყველა ძვირფასეულობა, მათ შორის მოქმედი ეროვნული პასპორტი, სასტუმროს სეიფში დატოვეთ.
ადგილობრივ ვალუტის ლარის კურსია 2,5 ლარი - 1 გირვანქასთან შედარებით. რეკომენდაციას გაძლევთ, რომ ჩასვლისთანავე ფული ადგილობრივ ვალუტაში რომელიმე აღიარებულ ბანკში გადაახურდავოთ. რეკომენდირებულია, რომ სხვადასხვა ტრანზაქციისათვის უსაფრთხოა "საქართველოს ბანკის" ან "პროკრედიტ ბანკის" სალარო აპარატები.
თბილისში ჩასული ფანები ბევრ მაღაზიას, რესტორანსა და კაფეს ნახავთ. ადგილობრივ კერძებში ბევრ ნიგოზსა და სოუსს იყენებენ. თუ ნიგოზზე ალერგია გაქვთ, ვიდრე შეკვეთას მისცემთ, უპირველესად ოფიციანტთან უნდა გადაამოწმოთ ნიგვზიანია თუ არა კერძი.
ვალდებული ვართ გაგაფრთხილოთ, რომ ქალაქის ნებისმიერ წერტილში ქუჩაზე გადასვლის დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. არსებობს შესაბამისი გადასასვლელი ადგილები და გთხოვთ გამოიყენოთ ისინი. ტაქსი მოგზაურობის იაფი ვარიანტია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ადგილზე წასასვლელად ფასი 5 ლარია. გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ უსაფრთხოების ღვედია.
გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ, თბილისში ის დონე არ არის, რაც დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში - ესაბამისად უნდა იყოთ ფრთხილად.
სტადიონი - "დინამო არენა":
"დინამო არენაზე" 53000-ზე მეტი გულშემატკივარი ეტევა და ფანები მე-14 და მე-15 კარებებიდან უნდა შევიდნენ, სადაც ბილეთებს "ტოტენჰემის" პერსონალისგან მიიღებენ. როგორც ყოველთვის, "ტოტენჰემის" წარმომადგენლები ადგილზე იქნებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარონ. სტადიონი ადგილობრივი დროით 18 საათზე გაიხსნება, მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე.
ჩვეულებისამებრ, სტადიონზე მინის ბოთლების შეტანა არ შეიძლება. ბილეთებს პოლიცია ამოწმებს და გთხოვთ, რომ ის შესამოწმებლად ყოველთვის მზად გქონდეთ. როგორც დიდი ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, დროშების, რომლებზეც რელიგიური და პოლიტიკური ხასიათის წარწერებია, სტადიონზე შეტანა არ შეიძლება. გთხოვთ, ესეც გაითვალისწინოთ.
ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, სტადიონზე ალკოჰოლური სასმელების შეტანა აკრძალულია. სრულებით შესაძლებელია, რომ "ტოტენჰემის" ფანები 10-15 წუთით შეაყოვნონ. გთხოვთ, მოუსმინოთ განცხადებას, რომელიც ინგლისურ ენაზე გაკეთდება შემდეგი ინსტრუქციების მისაღებად და ლოდინის დროს მომთმენნი იყოთ.
სტადიონი ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე მდინარის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. ადგილობრივი ავტობუსები ღამის 11 საათამდე მუშაობენ. შესაძლოა, მატჩის გამო მათ უფრო გვიანობამდე იმუშაონ, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. სტადიონთან მდებარე უახლოესი მეტროსადგურია "წერეთელი", მაგრამ რეკომენდირებული ავტობუსებით ან ყვითელი მინი-ავტობუსებით სარგებლობა, რომელთა გაჩერება ნებისმიერ ადგილას შეიძლება.
კლუბი სამართლიანად ამაყობს გულშემატკივრების კარგი საქციელით ევროპული მოგზაურობების დროს და გთხოვთ, რომ კვლავ ასე მოიქცეთ, ადგილობრივ ტრადიციასა და კულტურას პატივი სცეთ.
გთხოვთ, დროშები ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებზე ან ქანდაკებებზე არ ჩამოკიდოთ, მათ შორის არქიტექტურულზე, რადგან ამან შესაძლოა ადგილობრივი მცხოვრებლები შეურაცხყოს.
და ბოლოს, თქვენ ხართ კლუბის ელჩები და ჩვენ გთხოვთ, რომ ვიზიტის განმავლობაში შესაბამისად მოიქცეთ.

მასალის გამოყენების პირობები






