თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
გამოცემა ჰურიეტში აღნიშნულია, რომ თურქეთი საქართველოს რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სერქან კურტუ ლუშის ექსტრადირების თხოვნით მიმართავს.
უწყების ინფორმაციით, 27 ივნისს აჭარის პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში 1978 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.კ. დააკავეს. ის თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების და ორგანიზებული ჯგუფის შექმნის ბრალდებით, 2017 წლის ოქტომბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
დაკავებული თურქეთის მოქალაქე ამჟამად ქუთაისის N2 საპყრობილეშია შესახლებული.
შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ინტერპოლით ძებნის საფუძველი მოხდა, თუმცა, მასში თვითმფრინავის საქმე არ ფიგურირებს.
მასალის გამოყენების პირობები






