რაფალიანიცის საქმის სავარაუდო ფალსიფიკაცია - შოთაძისა და მითაიშვილის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
სამართალი - 14:12, 03 Jul, 2018     1923
ბარბარე რაფალიანცის საქმეზე სკანდალური განცხადების შემდეგ ყოფილი პროკურორის, მილენა მათიაშვილის ქმრის, რივერა ბენდელიანის ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას მოითხოვს.

"ბატონ ზაზა ხატიაშვილთან ერთად პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ, გამოძიების დაწყებას ვითხოვთ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ასევე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის, ნიკოლოზ დგებუაძის და ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის მიმართ რაფალიანცის საქმის მტკიცებულებათა სავრაუდო ფალსიფიკაციის თაობაზე, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ ადვოკატმა ინგა არახამიამ.

ადვოკატმა აღნიშნული განცხადება მედიაში გავრცელებული სკანდალის შემდეგ გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი მეუღლემ "კურიერს" მოუყვა როგორ აპირებდა მთავარი საგამოძიებო უწყება, ბარბარე რაფალიანცის საქმე ოპოზიციის წინააღდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოეყენებინა.

რივერა ბენდელიანი აცხადებდა, რომ რაფალიანცის საქმის გაყალბების ისტორია მთავარი პროკურორის კაბინეტში დაიწყო. მის ცოლს კი, როგორც გახმაურებული საქმეების პროკურორს, დოკუმენტაცია არაოფიციალურად გადასცეს და დაავალეს, რომ საქმე შეეკერა.

მისი თქმით, 10 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმე პროკურორმა მილენა მითაიშვილმა სახლში მიიტანა და მეუღლეს უყვებოდა, როგორ უნდა წარედგინათ ბრალი ნაციონალური მოძრაობის გურჯაანიის მაჟორიტარი დეპუტატების მაშინდელი კანდიდატისთვის, გიორგი ღვინიაშვილისთვის.

"კურიერთან" ბენდელიანიმა თქვა, რომ სქემის მიხედვით, პროკურატურას გარდაცვლილი ჩვილის დედაზე ზეწოლა უნდა მოეხდინა, რომელიც ხელს გიორგი ღვინიაშვილს დაადებდა.

მისივე თქმით, თუ რაფალიანცის დედა პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდა, მაშინ მას საგამოძიებო უწყება დაემუქრებოდა, რომ შვილის მკვლელობის ბრალდებით მას ციხეში ჩასვამდნენ,

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მილენა მითაიშვილი რაფალიანცის საქმეს ნამდვილად ზედამხედველობდა, თუმცა, პროკურორის ოჯახის წევრის ბრალდებას, რომ ის საქმის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, უწყებაში უარყოფენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42