„ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის იგივე „პიკასოს“ გამოკითხვა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დასრულდა.
ნოზაძის ადვოკატის ნიკა სადრაძის განცხადებით, გამოძიება დაინტერესდა რის გამო მოხდა კონფლიქტი, რასაც ნოზაძემ უპასუხა, რომ კონფლიქტი ვალის გამო მოხდა. გამოძიებას არ დაუსვამს კითხვა ნოზაძისთვის ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით:
„ნარკოტიკების თემა, ირაკლი ნოზაძის სიტყვებით არაფერ შუაში არ არის და ალბათ სკანდალის აგორების საკითხია, მომხდარი არის სამწუხარო ირაკლისთვის, არსებობს ბრალდებული, არსებობს დაზარალებული, არსებობს სასამართლო, ამ საქმეს სხვა მხარე არ აქვს, ბარდლებულის ნათქვამს და ბრალდებულის ქმედებას ვერ შევაფასებ, ვერ გეტყვით ბრალდებულს რაში დასჭირდა იმის თქმა რაც თქვა, ნარკოტიკების რეალიზებაზე ირაკლი ნოზაძესთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა, გამოძიებას აინტერესებდა ვინ მიაყენა ჭრილობები, რა არის მიზეზი და ასე შემდეგ. კითხვა იყო დასმული ასე, რის გამო მოხდა კონფლიქტი? პასუხი იყო ირაკლი ნოზაძისგან მარტყივი, კონფლიქტი მოხდა ვალის გამო, დილით ისესხა თანხა, საღამოს უნდა დაებრუნებინა, დროულად ვერ მოახერხა და მიიღო აგრესია, ეს არის ფაქტი, რომ იყო ვალის თემა, ამიტომ რის გამო დაჭრა ბრალდებულმა ირაკლი ნოზაძე, იცის მხოლოდ ბრალდებულმა“, - აღნიშნავს უფლებადამცველი.
მასალის გამოყენების პირობები






