„ალბატროსში ჩატარებული ჩხრეკა სავარაუდოდ სხვა კომპანიასთან მიმდინარე დავას უკავშირდება“ - ადვოკატი
სამართალი - 14:23, 30 Jun, 2018     1782

კომპანია „ალბატროსში“ დღეს სპეცოპერაცია ცატარდა. სამართალდამცავი უწყების განცხადებით, კომპანიაში ჩხრეკის აუცილებლობა ოპერატიულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც კომპანიის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებები ინახებოდა.

მომხდარს კომპანია „ალბატროსის“ ადვოკატი გამოემხაურა და განაცხადა, რომ მომხდარი სავარუდოდ უკავშირდება „ალბატროსსა“ და სხვა კომპანიის მფლობელს შორის მიმდინარე დავას:

„დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიცია ატარებს კომპანიაში ჩხრეკას, მოვედი სასწრაფოდ, გამოვცხადდი ადგილზე და დამხვდა სურათი, რომ შეტყობინების საფუძველზე, ჩატარდა გადაუდებელი ჩხრეკა, მაგრამ ეს ჩხრეკა ჩატარდა არა კომპანია „ალბატროსის“ ტერიტორიაზე. ჩვენს მიერ იჯარით აღებული შენობის ზედა სართულზე, სხვენზე, რომელიც ამ ეტაპზე არავის იჯარით აღებული არ აქვს, როგორც ჩანს აღმოჩნდა კულტივირებული მარიხუანა, სამი სათლი, სადაც ამოთხრილია რამდენიმე ძირი მარიხუანა, სავარუდოდ ან გუშინდელი ამოტხრილი და დაგდებულია, ვინაიდან შემჭკნარია უკვე.

მიმდინარეობს დავა კომპანია „ალბატროსსა“ და ამ კომპანიაში ადრე მოკალათებულ პირებს შორის, რომელთა მიზანიც იყო ამ კომპანიის ხარჯზე სხვა მათ მიერ დაფუძნებული კომპანიი წარმატება და ამ კომპანიის ჩაძირვა. ამ ყველაფრის ხელმძღვანელი გახლავთ ლევან კერვალიშვილი“, - აღნიშნავს კომპანიის ადვოკატი.

ადვოკატის ამ განცხადებას კერვალიშვილის წარმომადგენელი გამოეხმაურა:

„სრულიად აბსურდული ინფორმაციაა. ლევან კერვალიშვილს აქვს უამრავი საქმე, ქალაქშიც არ იმყოფება. ამ მომენტშიც დამკვეთებთან და ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრებზეა ქალაქგარეთ. კერვალიშვილი არ არის ის ადამიანი რომელიც მარიხუანას ბუჩქით ითამაშებს. ასევე, ალბატროსის მიმართ მას არანაირი ინტერესები აღარ აქვს. ეს იყო კომპანია რომელმაც კრიზისის დროს კერვალიშვილს დახმარება სთხოვა, მან თავისი საქმე შეასრულა და წამოვიდა“, - აღნიშნავენ კერვალიშვილის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42