"დაკავებულს ტელეფონის გამოყენების უფლება აქვს" - პროკურატურა ინგა გრიგოლიას პასუხობს
სამართალი - 17:25, 28 Jun, 2018     3014
მთავარი პროკურატურა ინგა გრიგოლიას ბრალდებებს პასუხობს. უწყებაში აცხადებენ, რომ პირს, რომელიც ჟურნალისტის მიმართ მუქარის და ადევნების გამო დააკავეს, ფსიქიკური აშლილობა აქვს, რის გამოც ის არა საპატიმროში, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში მოათავსეს, ასევე მოხსნილი აქვს ბრალდებულის სტატუსი. შესაბამისად აქვს უფლება, რომ საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი.


"ჟურნალისტ ი.გ.-ს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, 2018 წლის 19 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 21 მაისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა რ.ნ., რომელსაც 22 მაისს ი.გ.-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ადევნების ფაქტზე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1511-ე მუხლით. იმავე დღეს რ.ნ.-ს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი.გ. ცნობილი იქნა დაზარალებულად და მისი, როგორც დანაშაულის მსხვერპლის ფსიქიკური და მორალური ზიანის დადგენის მიზნით გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნულ იქნა და ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.

მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ვინაიდან გამოვლინდა, რომ ბრალდებული წარსულში მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2018 წლის 23 მაისს დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

2018 წლის 12 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ რ.ნ. დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით შეურაცხადობის გამო ბრალდებულ რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი. აღნიშნული უფლება, იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის ან გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილების საფუძველზე.

კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პერიოდში, როდესაც რ.ნ.-ს ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე მას მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება შეზღუდული ჰქონდა.

2018 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა შეურაცხადობის გამო, მას აღარ აქვს ბრალდებულის სტატუსი, იგი აღარ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და შესაბამისად მის მიმართ ვეღარ გავრცელდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ი.გ.-ს ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩადენილია გულგრილობა, ვინაიდან მათ მიერ არ მოხდა რ.ნ.-სთვის ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას"- ნათქვამის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42