უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
"მოტივი საქმეში ბუნდოვანია. საქმე საკმაოდ მოცულობითია და ბევრი შეუსაბამობაა, რაც ერთი თვალის გადავლებით შეიმჩნევა. დაცვის მხარის მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ თამთა ჯანჯღავა განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამართლდეს. ის არ აღიარებს ბრალს ამ ფორმულირებით და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ამჟამად ვიცით, კონფლიქტის მიზეზი არის ვალი. რისი ვალია და რა წარმოშობის ვალია, ამას შემდეგ დავადგენთ", - განაცხადა ბუაძემ.
კითხვაზე: გამორიცხავს თუ არა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვალს, ადვოკატი ამბობს, რომ "არაფრის გამორიცხვა აქ არ შეიძლება".
"დანაშაულის იარაღი ნაპოვნი არაა და გამოძიებას არ აქვს ამოღებული. მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, რომელზეც არის გარკვეული დეტალები, თუმცა კარგად არ ჩანს", - განაცხადა ავთანდილ ბუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






