"ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მკვლელობაზე არ საუბრობს"- რა უთხრა კომისიას მოზარდების მკვლელობის თვითმხილველმა
სამართალი - 12:48, 28 Jun, 2018     1713
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა.

საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე აქვე აღნიშნავს, რომ მოწმე დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ არ ახსოვს.

„ორივე დანაშაულის ადგილიდან ის დაახლოებით 3-4 მეტრში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაში ვერ დანახვა უფრო რთულია ვიდრე დანახვა. ის ამბობს, რომ არ ახსოვს, დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა რაღაც დეტალებზე საბოლოო ჯამში მაინც ისაუბრა. არ კონკრეტულად მკვლელობის, არამედ ჩხუბის. ის ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა. ეს არის მოწმე, რომელიც მანქანაში იჯდა და ყველაფერს ხედავდა, რაც მისი მანქანის წინ ხდებოდა. მან ახლა ჩვენ ჩვენება შემთხვევის ადგილზე მოგვცა. ჩვენების მიცემა კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე სავარაუდოდ კიდევ მოუწევს.

გულწრფელად გეტყვით, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინაც ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა. თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობს, არ ახსოვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ საუბრობს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი დასკვნები გვექნება.

ახლა წინასწარ თქმისგან თავს შევიკავებ. ამისთვის შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს. მაგრამ ფაქტი ერთია, როდესაც ასეთი რაღაც ადამიანის წინ ხდება, ცოტა არ იყოს დაუჯერებელია, რომ ვერაფერს იხსენებს და ვერ ხედავს. ჩვენ ამ თემას კომისიის საქმიანობის ფარგლებში კიდევ აუცილებლად დავუბრუნდებით და უფრო მეტ ინფორმაციასაც მოგაწვდით. ახლა სხვა მოწმეების დაკითხვასაც ვაგრძელებთ და ამის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება”,- განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42