ჟურნალისტებმა ბრალდებულის უფლებადამცველები მაშინ ჩაწერეს, როცა ის წინასწარი დაკავების იზოლატორში შედიოდა.
ადვოკატის პოზიცია უცვლელია და ამბობს, რომ წერეთლის გამზირზე ჯანჟღავა მომღერლის მოსაკლავად არ მისულა.
უფლებადამცველმა თქვა, რომ 29 წლის ქალს ირაკლი ნოზაძისთვის არ დაურტყამს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებულმა მძიმე დაზიანებები ნოზაძეს გასაღების ე.წ. ბრელოკით მიაყენა.
ადვოკატმა დღეს მკვლელობის მცდელობის მოტივზე საუბარი არ ისურვა, თუმცა არ გამორიცხა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანჯღავა ნოზაძის საცხოვრებელ ეზოში იმ პრეპარატის წამოსაღებად მივიდა, რისთვისაც გავრცელებული ინფორმაციით ქალმა გარკვეული თანხა გადაიხადა.
"მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ეს არ არის დანა, ეს არის მანქანის გასაღებზე ჩამოსაკიდებელი ბრელოკი, რომელიც ყველა თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს. თავდასხმის ობიექტი თავად ჯანჯღავა ხდება. მე პატარა გოგონას რომ დავუწყო ცემა, ის ალბათ ყველაფერს მოიმოქმედებს რომ ეს არ განმეორდეს. ეს იყო მოგერიება"- თქვა ავთანდილ ბუაძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ ყვიროდა თამთა ჯანჟღავა ნოზაძის მისამართით, "ჩამოეთრიე შე ბარიგა", რაზეც ადვოკატმა თქვა, რომ "არცერთი ვერსია არ გამოირიცხება".
მასალის გამოყენების პირობები






