„ყველა ფიგურანტი პირის მიმართ, ვსაუბრობ მინიმუმ 20 პირზე, რომელიც სახელობითად იყო ეზოში და ჩხუბში მონაწილეობდა, ჩხრეკა ჩატარებული გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ 5 სახლში, მსჯავრდებულების გ.ჯ და გ.ბ. , დ.ღ, თ.ნ, და დ. ნ . სახლებში. დანარჩენი 15 ადამიანის სახლში საერთოდ ჩხრეკა არ გაქვთ ჩატარებული, რომ მათი მაგალითად კომპიუტერული ტექნიკა ამოგეღოთ, სადაც ასევე შესაძლებელია სოციალური ქსელებით არსებული მიმოწერის შესახებ მიგეღოთ ინფორმაცია,“ - განაცხადა ირაკლ იაბესაძემ.
შს სამინისტროს წარმომადგენელმა კი თქვა, რომ იაბესაძის კითხვა „გლობალურია“.
„მე მესმის თქვენი კითხვა. თქვენ ძალიან გლობალურად საუბრობთ. ასეთი ლოგიკით მაშინ ყველა უნდა გაჩხრეკილიყო, მთელი 51-ე სკოლა და მთელი ხორავას ქუჩა. თუ რამე ინფორმაცია არსებობდა, გამომძიებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები,“ - განაცხადა კახა სირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






