მომღრალს უჭირს დანამდვილებით თქვას ალკოჰოლის თუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ აღნიშნული პირები.
„ჩემი ინფორმაციით, რასაც მეზობლები მეუბნებიან, ეს გოგონები არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. თრობის, თუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს...
მეც მაქვს ინფორმაცია, რომ მესამე პირიც იმყოფებოდა მანქანაში. იმ სახლთან, გარე პერიმეტრზე სათვალთავლო კამერებია და ალბათ, ჩვენ სამართალდამცველებს უკვე აქვთ ვიდო-კადრები ამოღებული. ყველა ერთად დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
არცერთ გოგონას არ ვიცნობ. არც მოტივი ვიცი, თუ რატომ და რის გამო შეიძლება მომხდარიყო ეს ფაქტი.
ირაკლი არ არის ის ადამიანი, რომელიც ვინმეს მწყობრიდან გამოიყვანს. არ მგონია, ირაკლის რამე ისეთი დაეშავებინა, რომ ვიღაცას სასიკვდილოდ გაემეტებინა.
რაც ვიცი, არის ის, რომ ორი გოგონა მივიდა ირაკლისთან მანქანით. ეზოდან მიაყენეს შეურაცხყოფა, რაზეც ირაკლიმ მოახდინა რეაგირება და ჩამოვიდა ეზოში. ცდილობდა, რომ დაემშვიდებინა და გაერკვია, თუ რასთან ჰქონდა კავშირი. ეს არის ჩემი ვარაუდი. ამის შემდეგ ერთად ჩასხდნენ მანქანაში ირაკლი და გოგონები. მერე კი ირაკლი მანქანიდან დაჭრილი გადმოვიდა, ჭრილობა იღლიის მხარეს აღენიშნებოდა - არტერიასთან რამდენჯერმე აქვს დარტყმული ცივი იარაღი. ეს არის ის, რაც ფაქტთან დაკავშირებით ვიცი. მე ვენდობი შსს-ს მიერ წარმოებულ ამ საქმეს. ძალიან ოპერატიულად მოხდა გამოძიების დაწყება და დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ხაჩიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






