მძღოლს, რომელიც საჭეს მთვრალი მართავდა და ფეხით მოსიარულე შეიწირა, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 14:16, 26 Jun, 2018     1178
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს, რომელიც საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ფეხით მოსიარულის სიცოცხლე შეიწირა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"2018 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მძღოლის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმე ეხება, 2016 წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შეასრულა არასწორი მანევრი და ავტომანქანა „ჰონდა ფიტ“-ით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ. ტ.-ს. დაზარალებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით გარდაიცვალა.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. სასამართლომ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებასთან ერთად, მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და ვიდეო-ფირის დათვალიერების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები, ალკოჰოლური თრობის დასკვნა და საქმეში არსებულ მასალათა შეჯამების შედეგად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

შ.ჯ. საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს" - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42