ოპოზიციის განცხადებით, პოლიციას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული მოზარდის სახლში შესაძლებელი იყო ყოფილიყო სახლში, თუმცა დ.ღ-ს სახლში ჩხრეკა არც კი ჩატარებულა. გამოძიება მხოლოდ მშობლის მიერ მიტანილ ქურთუკს დასჯერდა.
„შს სამინისტროს თქვენს სამმართველოში არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ.ღ არის ჩხუბის მონაწილე და მის სახლში შეიძლება ინახებოდეს დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. ამის შემდეგ მიდიან გამომძიებლები და ჩხრეკის გარეშე, ოქმში არანაირი ნიშანი რომ სახლი გაიჩხრიკა არ არის...“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ, როელიც ამბობს, რომ დ.ღ გამოიკითხა გვიან, 14 დეკემბერს.
დეტექტივ - გამომძიებელი სირაძიე კი ირწმუნება, რომ ოქმში დაფიქსირებულია კონკრეტულად ამოღებული ნივთები, თუმცა რა სახის ჩხრეკა ჩატარდა ამის შესახებ თავად იმ გამომძიებელს ექნება ინფორმაცია.
„პირველ რიცხვებში კონკრეტული პირები, საერთოდ გამოცხადებაზე კი არაა საუბარი, იყო მისვლა შემოწმება და არ იყვნენ, ხან მშობელი ერიდებოდა შვილის წარმოდგენას“- თქვა შს წარმომადგენელმა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა მესამე დაჭრილს შესახებ გაამახვილა ყურადღება.
„2 დეკემბერს თქვენ გ.მ დაკითხვაში გეუბნებათ, რომ ჭრილობა მიიღო ზურგში. 12 დეკემბერს ნიშნავთ სამედიცინო ექსპერტიზას, რატომ?“- ჰკითხა აბესაძემ, რაზეც სირაძემ თქვა, რომ გ.მ პირტველივე საათებში ვერ მოძებნეს.
„ იმ დღეებში ვერ გამოცხადდა,შესაბამისად ამ პერიოდს დაემთხვა ასევე რაც დაკავშირებული იყო ერთი პიროვნების და მეორეს დაკავებასთან, მათთვის ბრალის წაყენებასთან...“-განაცხადა სირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






