გამოძიების დაუდევრობა თუ ტაქტიკა - მოზარდების მკვლელობაში მოანწილე პირების ტელეფონების ამოღება და მიმოწერის ნახვა დაუყოვლებლივ არ მოხდარა
სამართალი - 14:36, 25 Jun, 2018     2160

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მოანწილე პირების ტელეფონების ამოღება და მიმოწერის ნახვა დაუყოვლებლივ არ მოხდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა კახა სირაძემ და პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადეს.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო ტაქტიკის ნაწილი, რომ მკვლელობაში მონაწილე პირებისთვის მიეცათ დროს რომ მომხდართან დაკავშირბეით ინფორმაცია გაეცვალათ.

საბოლლლოდ, სირაძე-ფხაკაძის განცხადებით, ორი კვირის შემდეგ ტელეფონების ამოღებისას წაშლილი მიმოწერები ექპერტებმა ვეღარ აღადგინეს.

„მ.კ. პირველივე დაკითხვისას, 2-ში 12 საათზე, ამბობს რომ იმსტაგრამზე მიწერა სუბელიანმა. კითხვა იბადება 2 დეკემბერს, როცა ამბობს, რომ კომუნიკაცია მოხდა ა.ს.-ს და მ.კ.-ს შორის, ასევე გ.მ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ. ჯ .-მ მიწერა ამჯერად ფეიბუქის გამოყენებით, ვიცით რომ ეს კომუნიკაცია დგება და თქვენ გაქვთ გამოსაძიებელი დანაშაულის მოტივი, წინ რა უძღოდა ამ ყველაფერს, განზრახვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, და ეს დაკითხვა სრულდება ორივე პირის და თქვენ არ იღებთ ამ მიმოწერას, რომელიც მათ შორის წარმოებდა. ამ მიმოწერის არ ამოღების მიზეზი რა იყო?“- მიმართა ოთო კახიძემ გამოსაკითხ მაღალჩინოსნებს.

მიმოწერასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ფხაკაძემ აღნიშნა: „რომ გამოგვეთხოვა რა მინაწერი იყო, ამოღებული იქნა მიხეილ კალანდიას ტელეფონი, თუ კალანდიას ტელეფონში ფიქსირდება, სუბელიანის ტელეფონშიც იქნებოდა, კალანდიას ტელეფონი ამოღებული იქნა და ექსპერტიზა ჩატარდა, მაგრამ სამწუხაროდ მიმოწერა ვეღარ აღდგა. ა.ს.-ს ტელეფონთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი ინფორამცია, რომ წაშლილი იყო და ვერ აღდგა“- თქვა პროკურორმა, რასაც კახიძის შეკითხვა მოჰყვა:

„წაშლილი იყო უკვე 16-ში და პირველში რატომ არ ამოიღეთ დაუყოვნებლივ. ორი კვირის შემდეგ, როცა პირი კვალს გაასუფთავებს გინდა ამოგიღიათ ტელეფონი და გინდა არა. პირველში რატომ არ ამოიღეთ?- მიმართა დეპუტატმა ფხაკაძეს, რომელმაც საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება ასე ახსნა:

რაც შეეხება რატომ მოხდა მოგვიანებით ამ ტელეფონების ამოღება ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ეს საგამოძიებო ორგანოს ტაქტიკა იყო.

„ვიფიქრეთ რომ კონფლიქტში მონაწილე პირებს შესაძლოა გაეცვალათ ერთმანეთში ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებით, ტაქტიკაა, მივეცით შესაბამისი დრო რათა მომხდარიყო მიმოწერა და მერე ამ ინფორმაციის ამოღება, თუნდაც წაშლილის. ეს იყო ჩვენი სტრატეგია. ფარულად გადაუდებელ მოსმენა ვერ ჩვართავდით იმ დროს საქმეში არსებული მტკიცებულებებია არ იძლეოდა სათანადო სტანდარტს ამისათვის’- თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42