მისი თქმით, შეხვედრაზე პირობა მიიღო, რომ დამნაშავე სამართალდამცველები სამაგალითოდ დაისჯებიან.
„ვისაუბრეთ გუშინდელ შემთხვევაზე. ვისაუბრეთ, თუ რა დამოუკიდებულება ჰქონდათ პოლციელებს ჩვენს მიმართ. დაგვპირდნენ, რომ გამოასწორებდნენ მდგომარეობას. დაიწყებენ სწრაფად გამოძიებას. დავწერეთ განცხადება, რის საფუძველზეც მოხდება პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმეზე გამოძიება" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მწერალმა და ლგბტ აქტივისტმა სოციალურ ქსელში ინციდენტის შესახებ დაწერა. როგორც აბაშიძე აცხადებს, მას ჰომოფობიური მოტივით დაესხნენ თავს და მას შემდეგ რაც აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციაში განაცხადა, შესაბამისი რეაგირება ვერ სამართალდამცავებისგან მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






