საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა.
ამის შესახებ წმინდა სინოდის კრების ოქმშია აღნიშული.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის შესახებ და მოისმინა სინოდის მღვდელმთავართა აზრი
სინოდის კრებამ დაადგინა:
„საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით“ - ნათქვამია სინოდის კრების ოქმში, რომელიც საპატრიარქოს ვეგვერდზეა გამოქვეყნებული.
იხილეთ წმინდა სინოდის სხოდომის ოქმი სრულად.
მასალის გამოყენების პირობები






