უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
'შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის მუქარით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარისთვის თანხის წართმევას ცდილობდა, რაც ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულმა ასევე აღიარა მის მიერ 2 დღის წინ მუხიანში სადღეღამისო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი, რა დროსაც სავაჭრო ობიექტიდან იმავე იარაღის მუქარით 200 ლარი გაიტაცა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს"- აცხადებენ უწყებაში.
'ნიუპოსტს" თვითმხილელებმა გუშინ აცნობეს, რომ სპუპერმარკეტში შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და იარაღის მუქარით შეეცადა მარკეტიდან თანხის გატაცებას, რაც ვერ შეძლო. მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები






