სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტი - შსს-ს 5 თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა
სამართალი - 13:15, 19 Jun, 2018     1691
ადამიანი უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მიმართვის საფუძველზე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის 5 თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ და ზაზა სარალიძემ, რომელიც არის დაზარალებული თბილისში 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობების საქმეზე, შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილო დარბაზში განვითარებული მოვლენების თაობაზე.

2018 წლის 11 ივნისს ადამიანის ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, მოსამართლის მიერ გამოცხადებული შესვენებისას, სასამართლო დარბაზიდან გამოვიდა და ზაზა სარალიძესთან ერთად სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. სადილობისას მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ დაასრულებდა სადილობას და სასამართლოს სხდომის განახლებამდე ავიდოდა დარბაზში. ამ დროს პოლიციელებმა მასზე ძალა გამოიყენეს და სასამართლოს დარბაზში ძალით აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

შსს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შსს-ს ხუთი მოსამსახურის მხრიდან გამოიკვეთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ: სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა და სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის ოთხ მოსამსახურეს გამოეცხადა საყვედური, ხოლო ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური" - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42