"ქრონიკის" ცნობით, სავარაუდოდ, ორ ნაწილად დაიყოფა დევნილთა სამინისტრო, ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდება, მეორე ნაწილი კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. შეგახსენებთ, რომ წინა სტრუქტურული ცვლილების (2017 წლის დეკემბერი) შედეგად, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.
"ქრონიკის" ინფორმაციით, წინა სტრუქტურული ცვლილებების დროს გაერთიანებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამჯერად უკვე განათლების სამინისტროს შეუერთდება.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მცირე კამათიც მოხდა, რაც ცვლილებების განხილვის პროცედურებს უკავშირდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






