"ისინი შეყვარებულები იყვნენ, პიკნიკებზე დადიოდნენ და შესაძლოა, დანაზე ერთი წვეთი სისხლი საიდანღაც მოხვედრილიყო" - ადვოკატის სკანდალური განცხადება
სამართალი - 14:07, 18 Jun, 2018     5031
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების მიერ გამოცხადებულ მკვლელობის იარაღზე, დანაზე არანაირი სისხლის კვალი არ იყო და არ გამორიცხავს, რომ დანაზე სისხლის წვეთი წაუსვეს.
მისივე თქმით, ჭრილობები გარდაცვლილზე არაა მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიების მიერაა ამოღებული.

"ეს დანა ნანახი იქნა მამის მანქანაში. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ორი შესაძლებლობა არსებობს სისხლის იქ აღმოჩენის, იმ პირობებში, როცა დანის ზომები ჭრილობების ზომებს არ ემთხვევა. გოგონა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეყვარებულები იყვნენ, პიკნიკებზე დადიოდნენ და შესაძლებელია, ერთი წვეთი სისხლი საიდანმე მოხვედრილიყო. თუმცა, უფრო პრიოროტეტულია ის, რომ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოხდა.

თუ ეს დანა არ არის, რომლითაც გოგონას აქვს ჭრილობები მიყენებული, შესაბამისად, მასზე გოგონას სისხლის კვალი არ უნდა იყოს და თუ არის, მაშინ გამოსაძიებელია, რატომ არის.

ზუსტად ვიცი, რომ მანქანის გასაღები პოლიციას ჰქონდა სანამ კანონიერ ჩხრეკას ჩაატარებდა, მთლიანი მანქანა დაათვალიერა, ნახა სად რა იყო და არ გამოვრიცხავ, დანაზე რომელიც თავის ზომებით მკვლელობის იარაღი არ არის, შესაძლოა ერთი წვეთი სიახლი მოაცხო. თუ დანა გარეცხილია, მაშინ ერთი წვეთიც არ უნდა იყოს", - აცხადებს ოტიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42