სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
სამართალი - 15:34, 17 Jun, 2018     1798
სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე თავდასხმისთვის 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს, თუმცა რა ნაწილში ამაზე ტარიელ აროშიძე არ აკონკრეტებს.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ მომხდარი სულიერ აღელვებას უკავშირდება.

„ცნობს თავს დამანაშავედ. სულიერი აღელვების ნიადაგზე მოხდა ეს ფაქტიო. არ გაურბის პასუხისმგებლობა,“-განაცხადა ადვოკატმა თემურ ფუტკარაიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ენმ, რომელიც საპროტესტო აქციებს აანონსებს. დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ტარიელ აროშიძის გარდა ამ ინციდენტში კიდევ 4 ადამიანი მონაწილეობდა. ის მათ დასჯასაც მოითხოვს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაზარალებულის ინფორმაციით, მას "ქართული ოცნების" კაბინეტში თავს დაესხნენ და თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. ბესო ქათამაძის მტკიცებით, მასზე ანგარიშსწორება სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42