სამართალდამცავების მორიგი სკანდალი - პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან შურისძიების სამიზნე გახდა
სამართალი - 21:26, 15 Jun, 2018     8111



პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი, ნუგზარ ქავთარაშვილი ციხიდან "კურიერს უყვება, რომ რომელსაც აჭარის პოლიცია იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-გადაზიდვას ედავება, ამტკიცებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის ინტერესის მსხვერპლი გახდა.

მოსამართლე გახმაურებულ საქმეზე განაჩენს ორშაბათს გამოაცხადებს.

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი მის დაკავებას და წარდგენილ ბრალს აჭარის სამხარეო პოლიციის იმდროინდელ ხელმძღვანელს უკავშირებს, რომელიც ახლა რუსთავის პოლიციის უფროსია. ქავთარაშვილი ამბობს, რომ ლაშა გოგნიაშვილს იმ სადავო საქმესთან ჰქონდა პირადი ინტერესი, რომელიც მან უხუცესთა დავალებით მოაგვარა.

ქავთარაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დუისის მკვიდრმა ციხეში პროტესტის ნიშნად 165 დღე იშიმშილა. მას ოთხი წელი აქვს მისჯილი, სადიდანაც ორი უკვე მოიხადა.

ნუგზარ ქავთარაშვილი 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისში ბათუმის პოლიციამ დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი ირწმუნება, რომ იმ დღეს პანკისიდან ცოლი, 4 მცირეწლოვანი შვილი, საოპერაციო დედა და და ჩამოიყვანა.

საქმის მასალებში კი წერია, რომ ქავთარაშვილი 2 აგვისტოს ბათუმიდან დედაქალაქში დაბრუნდა, თბილისში მივლინებით მყოფ აჭარელ სამართალდამცველებს კი მიუვიდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ მამაკაცს საკუთარი ავტომობილით იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა.

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის საქმე „ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა“ შეისწავლა. იურისტებმა დაასკვნეს, რომ ქავთარაშვილის ბრალი თეთრი ძაფითაა ნაკერი. საქმის მასალებით დგინდება, რომ ის 2 აგვისტოს ბათუმში საერთოდ არ ყოფილა.

ნუგზარ ქავთარაშვილის დაკავების დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი დაც. ნონა ქავთარაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა სხვის ინტერესებს შეეწირა და ბათუმის პოლიციამ საქმე შეკერა.

პოლიციის და გამოძიების მისამართით გაცხადებულ ბრალდებებს ძალოვან უწყებაში არ პასუხობენ.

წყარო: რუსთავი 2.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42