"მე მოვკვდი მაშინ,როცა ის მოკლეს... ღმერთო მიშველე მაჩვენე შვილი, მინდა რომ ვნახო და ჩავეხუტო"- ზაზა სარალიძე
სოც.მედია - 17:03, 15 Jun, 2018     11163
2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე ფეისბუკგვერდზე ლექსს აქვეყნებს, რომელიც მისი 16 წლის შვილის დათუნა სარალიძის ხსოვნას ეძღვნება:


მომიკლეს ვაჟკაცი სიცოცხლით სავსე,
ჯერაც პატარა,ნორჩი და ნაზი,
გულიც მომიკლეს მე შვილთან ერთად,
დამაკარგვინეს ცხოვრების აზრი.
ღმერთო მიშველე უღირსს,დაცემულს,
ხედავ,შენს მეტი არავინ არ მყავს,
უფალო,ეს გული მე არ მჭირდება,
სადაც სავალი გზაც კი არა ჩანს.
მე ერთი დამრჩა მხოლოდ ამ ქვეყნად,
ჩემი სულისთვის სულის ნათება,
სანთლის დანთება,ლოცვები ნაზი,
და ყოველივე მარად და მარად.
ღმერთო ისმინე ცოდვილის თხოვნა,
მკერდით დაჭრილი გულით რომ დამაქვს,
ბოლო სუნთქვასაც შენ დაგიტოვებ,
ამგვარ სიცოცხლეს აზრი არა აქვს.
მე მოვკვდი მაშინ,როცა ის მოკლეს,
და გამეყინა ძარღვებში სისხლი,
სუნთქვაც გაჩერდა უღირს მიწაზე,
ღმერთო მიშველე მაჩვენე შვილი.
მინდა რომ ვნახო და ჩავეხუტო,
და კვლავ ვუყურო ლამაზ თვალებში,
ვუთხრა რომ მამი ,მე შენთანა ვარ,
არ მიგატოვებ არც ერთი წამი.
უფალო,ერთს გთხოვ და დამეხმარე,
მინდა სიმართლე ერთად ვიპოვოთ,
მსურს დაისაჯონ შვილის მკვლელები,
და შენს წინაშე პასუხი აგონ.
მორჩა ,დამთავრდა ამ ლექსის წერაც,
გული არ მიშვებს,ცრემლით ვივსები,
ადიდე მისი სული მარადის,
და სამოთხეში ამაღლდეს,ამინ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42