საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს,ს ადაც მარნეულის მერმა ბიოძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის ქართული ოცნების მხარდამჭერს აიძულა მოეშარდა და საკუთარი შარდი სახეზე წაესვა.
პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულში ფიგურირებს დეპუტატი სულეიმანოვი. უწყების განცხადებით:
„მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“, - პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად დევნის დაწყებისა, სულეიმანოვისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი არ დგას.
მასალის გამოყენების პირობები






