ჭიათურის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა - შსს-მ შესაძლო ძალის გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
სამართალი - 12:09, 13 Jun, 2018     1974
"არა მოძლადე პოლიციას" - რამდენიმე დღეა ამ ლოზუნგით ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ ხმაურიანი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ 26 მაისს დაკავებული თემურ გოშაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

სამმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებმა მათ კარვები დაულეწეს.

ჭიათურაში დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობლების განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

"2018 წლის 27 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ გიგაურს და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ვეფხვია შეყილაძეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ შემოვლაზე, წინააღმდეგობა გაუწიეს 1989 წელს დაბადებულმა ლ. მ.-მ, 1987 წელს დაბადებულმა ზ. ნ.-მ, 1997 წელს დაბადებულმა დ. გ.-მ, 1989 წელს დაბადებულმა გ. გ.-მ, 1974 წელს დაბადებულმა ბ. კ.-მ, 1978 წელს დაბადებულმა პ. კ.-მ და წარსულში არაერთგზის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა, 1988 წელს დაბადებულმა თ. გ.-მ, რომელმაც ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს.

დანაშაულში მხილებული თ. გ. შემთხვევის ადგილზევე იქნა დაკავებული სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც შეეხება მის თანხმლებ პირებს, ისინი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და მათ სახდელის სახით 100-დან 300 ლარამდე ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

თ.გ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის, დაზარალებულთა დაზიანებული ტანსაცმლისა და სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულ მიხეილ გიგაურისა და იური ლომიძის, ასევე საქმეზე დაკითხული სხვა 11 მოწმის გამოკითხვებით, ადმინისტრაციულად დაკავებული დ.გ.-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მის მიერ წარმოდგენილი ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, ასევე დაზარალებულ მიხეილ გიგაურის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მოსამართლემ თ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

2018 წლის 4 ივნისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყეს თ. გ.-ს ახლობლებმა, რომლებიც სამართალდამცველებს თ.გ.-ს და მისი თანმხლები პირების დაკავების დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას.

თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

ამ ეტაპზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით თ.გ.-ს ბრალეულობა დასტურდება. მის ბრალეულობაზე უკვე იმსჯელა სასამართლომაც პირველი წარდგენის სხდომაზე და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ბრალდებულის მიმართ შეკრებილი მტკიცებულებების საკმარისობას წინასასამართლო სხდომაზე და შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე შეაფასებს.

ბრალდებულის ახლობლების მოთხოვნები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და პროტესტის გამოხატვის ფორმა მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის მიმართ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42