ქართველ მძღოლს, სიმთვრალის გამო ერთ წელიწადში 120 ჯარიმა გამოუწერეს - აუდიტის ანგარიში
სამართალი - 13:03, 11 Jun, 2018     3177

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის სამსახურის თანახმად, მარტო 10 მძღოლზე 2011 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ირიცხება 622 ერთეული ჯარიმა (805.72 ათასი ლარი). მათ შორის, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 92.4% ანუ 546 ჯარიმა (749.2 ათასი ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში 4 ყველაზე ურჩი მძღოლის ისტორია მოხვდა, მათგან ყველაზე ურჩს სიმთვრალის გამო წელიწადში 120 ჯარიმა გამოუწერეს.
მძღოლი N1
„მძღოლი N1“, მუდმივად ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა სხვა მოქალაქის სახელზე გაფორმებულ ავტომანქანას. 2017 წელს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-პოლიციელების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მძღოლი 127-ჯერ არის დაჯარიმებული. აქედან, 120 შემთხვევაში ჯარიმა გამოწერილია ასკ 116-ე მუხლის 4 3 ნაწილით, ანუ, ზემოხსენებული პატრულ-პოლიციელები თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდნენ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ „მძღოლ N1“-ს და აჯარიმებდნენ მას, თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში ერთი და იმავე პატრულ-ინსპექტორების მიერ ამ პირისათვის 11-11 ჯარიმა არის გამოწერილი. სულ, 2013-2017 წლებში „მძღოლი N1“ დაჯარიმებულია 233-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 323.5 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 870 ლარი (2.7%). დანარჩენი ჯარიმები ან აღსრულებაზეა გადაცემული, ან ჯერ კიდევ გადაუხდელის სტატუსი აქვთ. გარდა ამისა, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 9 დღით (7 და 2 დღე). ზემოხსენებული დაჯარიმებები ძირითადად (207 ჯარიმა, თანხით 303.2 ათასი ლარი) უკავშირდება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას, მაშინ როდესაც ამ პირს უკვე შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება. ეს კი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევად განიხილება, რადგან ხშირ შემთხვევაში ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი ხდება. რამდენიმე შემთხვევაში ამ სამართალდარღვევას თან ახლდა კოდექსის ისეთი მუხლების დარღვევებიც, როგორიცაა, საჭესთან მობილურით საუბარი, ავტომანქანის მართვა ღვედის გარეშე, ამკრძალავი ნიშნების მოთხოვნათა დაუმორჩილებლობა და ა.შ. ავტომანქანა, რომელსაც ზემოხსენებული მძღოლი მართავდა რეგისტრირებულია სხვა პირზე, მაგრამ სანოტარო აქტის საფუძველზე მისი მესაკუთრე თვითონ ეს მძღოლია. ამიტომ იმ პირზე, რომელზეც არის რეგისტრირებული აღნიშნული ავტომანქანა, არ ავრცელებენ კოდექსის ზემოხსენებულ ნორმას და მძღოლი N1 დღემდე აგრძელებს ავტომანქანის მართვას. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მძღოლი სოციალურად დაუცველია და არანაირ ქონებას არ ფლობს, მის მიმართ აღსრულების ღონისძიებების გატარებაც უშედეგოა.

სხვა მძღოლების ისტორები შეგიძლიათ ნახოთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42