მოზარდების მკვლელეობის საქმე - სამართალდამცავებმა მირზა სუბელიანი დააკავეს. მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ედავებიან, არნიშნული სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვის ვადით ან პატიმრობას 2-დან 4 წლამდე. მირზა სუბელიანი ბრალს აღიარებს:
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






