შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელეობის საქმეზე მირზა სუბელიანი დააკავეს.
სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს:
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






