მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - პროკურატურამ დროებით საგამოძიებო კომისიას საქმის მასალების გაცნობის თანხმობა მისცა
სამართალი - 19:20, 08 Jun, 2018     2107
პროკურატურის ინფორმაციით, დროებით საგამოძიებო კომისიას თანხმობა მიეცა, სრული მოცულობით გაეცნოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეებს.

„განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ივნისს საქართველოს პროკურატურას წერილობით მომართა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ორი ბრალდებულის მიმართ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამავე შემთხვევასთან დაკავშირებული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტებზე განხილვა მიმდინარეობს ამავე სასამართლოში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულების სხვა ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დროებით საგამოძიებო კომისიას მიეცა თანხმობა კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს.

საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42