"ქართული მარშის" წევრების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 10:32, 08 Jun, 2018     1772
თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშნ "ქართული მარშის" წევრების საქმე განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მათ აღკვეთის ღონისძიების სახე განესაზღვრათ და ხუთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

"2018 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ‘’რუსთავი 2’’ -ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა. სასამართლოს განჩინებით, 5 ბრალდებულს ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, მიხეილ ა.-ს, ოლეგ დ.-ს და ბექა რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის ლუკა ნ.-ს და გიორგი ო.-ს, მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა- დარჩა უცვლელი.
სასამართლომ, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს, რომლებსაც ბრალად ედებათ ხულიგნობა, არიან ნასამართლეობის არმქონენი და ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.
ხულიგნობის ბრალდებასთან ერთად, გიორგი ო.-ს ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათ მიმართ წარდგენილია ბრალდება ძალადობრივი დანაშაულისათვის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ქონების (ავტომობილი) დაზიანების სახით. ასევე ისინი ბრალდებულნი არიან დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქმედებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გიორგი ო.-სა და ლუკა ნ.-ს პატიმრობაში დატოვება.

მოცემულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 19 ივნისს 12 საათზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42