ანა დოლიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა - თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 13:51, 07 Jun, 2018     2717

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს ვებ-გვერდზე განცხადება ვრცელდება:

„2018 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ანა დოლიძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა 2018 წლის 6,7,8 თებერვალს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესიდან 14 მოსამართლის მიერ გაცხადებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის აცილების თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებების კანონიერების საკითხი.

საქმე ეხება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის მხრიდან საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის მიმართ. აღნიშნული, კონკურსში მონაწილე 14 მოსამართლის მიერ მიჩნეულ იქნა მოსარჩელის მხრიდან წინასწარ ჩამოყალიბებულ და გაცხადებულ პოზიციად, რაც გახდა ანა დოლიძის აცილების თაობაზე მოსამართლეთა შუამდგომლობის საფუძველი, რომელიც დაკმაყოფილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გავრცელებული განცხადებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდა საფუძვლიან ეჭვს ანა დოლიძის მიუკერძოებლობაში, ხოლო სადაო გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში იყო ორგანულ კანონთან ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’, ასევე სადაო ურთიერთობის მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42