"ორსულ გოგოს, ქურთუკი ზედ შემოახიეს და ცემა დაუწყეს, შარვალზე სიგარეტის ნამწვავები ეტყობა"- პაპიძემ პოლიციელებს სტრასბურგში უჩივლა
სამართალი - 13:42, 07 Jun, 2018     2954
ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ახალგაზრდა ქალის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. საჩივარში პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადება გუშინ გაავრცელა.

„ნიუპოსტი“ მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის დას ესაუბრა. ლანა პაპიძე ამბობს, რომ "თუ სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა, გამოძიება ახლიდან დაიწყება და ყველა, ვინც ორსული მაგდა უმოწყალოდ სცემა სიხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა“.

„ველოდებით დადებით პასუხს, ჩემი და ნაწამებია. ჩემი და საჩივარში დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს. საუბარია დიღმის პოლიციელებზე, ამ ადამიანებმა ორსულ გოგოს, განყოფილებაში მიყვანისთანავე ტანსაცმელი გახადეს და ცემა დაუწყეს“- აცხადებს ლანა პაპიძე.

მისი თქმით, საჩივრის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, რადგან გარკვეული პროცედურებია გასავლელი.

„თუ საქმეზე დადებითი პასუხი მოვიდა, რა თქმა უნდა, ხელახალი გამოძიება დაიწყება. მისი დახეული ქურთუკი დღესაც ჩემთან ინახება, აბსოლუტურად ზედ არის შემოხეული, ასევე შარვალზე აშკარად ეტყობოდა სიგარეტის ნამწვავები“- უთხრა „ნიუპოსტს“ პაპიძემ.

მისი თქმით, მაგდა პაპიძე ოჯახში თვეში რამდენჯერმე რეკავს და მისი პოზიცია უცვლელია, რომ „სასტიკი მკვლელობა მას არ ჩაუდენია“- დასძინა მსჯავრდებულის დამ.

ცნობისთვის, 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42