"შემოვიდა პოლიციელი, დუბინკაზე ჩამოცმული პრეზერვატივით და ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა"- სენაკელი ახალგაზრდა სამართალდამცავებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს (ვიდეო)
სამართალი - 21:09, 06 Jun, 2018     13431

21 წლის ახალგაზრდა პოლიციელებს გაუპატიურებით მუქარაში ადანაშაულებს. ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი ჭანია ამტკიცებს, რომ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, სწორედ სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა.

მისი თქმით, 6 საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

გიორგი ჭანია ამბობს, რომ მას ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი ყაჩაღობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ჭანია მასზე განხორციელებულ ზეწოლას დაკავებამდე ერთ-ერთ პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. მისი მტკიცებით, გაუპატიურების მუქარამდე დეტექტივ-გამომძიებლები მას თანამშრომლობას და პოლიციის ინფორმატორობას სთავაზობდნენ, უარის შემდეგ კი ის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გიორგი ჭანიასთან ერთად უმძიმეს დანაშაულში ბრალი მის მეგობარ ხვიჩა პაპავასაც წარუდგინეს. დაკავებულის ახლობლები ამტკიცებენ, რომ აღიარებითი ჩვენება ბრალდებულისგან პოლიციამ ძალადობის გზით მოიპოვა.

გიორგი ჭანიას და ხვიჩა პაპავას გამოძიება სენაკში 5 აპრილს მომხდარ ყაჩაღობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით ახალგაზრდებმა მეზობელს თანხა 48 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვეს. თავად დაზარალებულმა პროცესზე ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო. სავარაუდოდ მტკიცებულებების არ არსებობის გამო უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულები სასმართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

წყარო: რუსთავი 2







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42