რძლისა და არასრულწლოვანი ძმიშვილის ცემაში ბრალდებულ პოლიციელთან პროკურატურამ საპროცესო გააფორმა
სამართალი - 20:30, 06 Jun, 2018     3432
პოლიციელ გოჩა ბლუაშვილთან, რომელსაც რძალსა და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაში ადანაშაულებენ, პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა. ბლუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შედახებ "სამხრეთის კარიპჭე" ავრცელებს.

"დღეს, ექვს ივნისს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომლის გოჩა ბლუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესზე მხარეებმა საპროცესო გარიგების შესახებ მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენეს.

სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ბრალი სრულად აღიარა. შემდეგ კი პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის საპროცესო გარიგებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და მოსამართლეს მისი დამტკიცება სთხოვა.

პროკურორმა მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს ბრალდებულისთვის ერთი წლით პირობითი მსჯავრის შეფარდება, ასევე, 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება სთხოვა. ლონდარიძემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, ბლუაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სხდომის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. მისი ნათესავები და დედა კი „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.

„ნუ იღებთ [გოჩას]! მკვლელები და რეციდივისტები გადაიღეთ“, – აცხადებდნენ ისინი.

მსჯავრდებულის ბიძამ მამუკა ბლუაშვილმა კი კამერის ჯოხით დაზიანებაც სცადა, თუმცა, იგი სასამართლოს მანდატურებმა შეაჩერეს.

სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შოთა რიჟამაძე მაშინ, როცა იგი რეგიონში დაინიშნა, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში პროკურატურის პრიორიტეტებზე საუბრისას აცხადებდა, რომ რიგით პირველი ქალზე ძალადობის, ასევე, ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. განსაკუთრებულ აქცენტს რიჟამაძე ოჯახში ქალზე ძალადობაზე აკეთებდა.

შეკითხვაზე, რატომ გააფორმა პროკურატურამ ქალსა და არასრულწლოვანზე მოძალადესთან საპროცესო გარიგება, რიჟამაძემ გვიპასუხა: „ოჯახში ქალზე მოძალადესთან, მიუხედავად იმისა, დაზარალებულს ექნება თუ არა მასთან პრეტენზია, საპროცესო გარიგებაზე არ წავალთ. ეს არ იყო ოჯახში ძალადობა, ეს ჩვეულებრივ 126–ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება იყო“.

ასევე, შეკითხვაზე, რატომ იყო სულ ერთი ის ფაქტი, რომ პოლიციელმა ძმის ცოლზე, ქალზე იძალადა, ოლქის პროკურორმა გვიპასუხა: „დიახ, ეს ქალი მისი ძმის ცოლი იყო, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ოჯახში ძალადობა და ზოგადად ძალადობა. თუ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს და ამას არ გამოუწვევია განსაკუთრებული ზიანი და დაზარალებული თავად ითხოვს საპროცესო შეთანხების გაფორმებას, პროკურატურა მათ მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი არ არის. ჩვეულებრივი ძალადობა ყოველდღიურად უფრო მეტი ხდება, ვიდრე ოჯახში ძალადობა“.

რიჟამაძე აცხადებს, რომ საპროცესო გარიგება არ გაფორმდება გოჩა ბლუაშვილის ძმასთან, ასევე, პოლიციელთან, იაკობ ბლუაშვილთან, რომელსაც ბრალი ცოლზე ძალადობისთვის აქვს წაყენებული.

დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში იაკობ ბლუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საქმეს მარიკა ჩიტაშვილი იხილავს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ და მოწმეები არ დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ ძმები პოლიციელები გოჩა და იაკობ ბლუაშვილები 11 აპრილს დააკავეს. შემთხვევა რის გამოც სამართალდამცველები პასუხისგებაში მისცეს ცხრა აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით იაკობ ბლუაშვილმა ცოლი სცემა, მისმა ძამამ გოჩა ბლუაშვილმა კი ძმის ცოლი და ძმის არასრულწლოვანი შვილი"- წერს გამოცემა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42