ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოში ჩივის
სამართალი - 14:49, 06 Jun, 2018     5977
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის მიმართ პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებისა და არაეფექტურობის თაობაზე.

როგორც "ნიუპოსტს" ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს, იურისტების მიერ მომზადებული საჩივრით, მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დაღვევა.

საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და მის შემდეგ, მაგდა პაპიზე სასტიკად იქნა ნაწამები დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

2015 წლის 22 დეკემბერს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. 2016 წელს მაგდა პაპიძის ცემა/წამების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიება სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

მოცემულ საქმეში პროკურატურამ არ უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის გონივრული ჩართულობა. გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

მაგდა პაპიძე უთითებდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე, დეტალურად აღწერა 4 პირი (სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი და სხვა). აღნიშნული პიროვნებების ვინაობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გამოძიებას არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული და პოლიციის განყოფილებაში მყოფი ყველა პირი.

გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ფეხმძიმობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის დადგენის თაობაზე. ექსპერტს არ დაუსვა კონკრეტული, სპეციფიური შეკითხვები. არ ჩატარებულა ექსპერტიზა ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით.

გამოძიებამ მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა. მას არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რითაც წაერთვა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. მსხვერპლი არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის/შეწყვეტის შესახებ. ხოლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მაგდა პაპიძის მიმართ არსებითად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები"- წერია განცხადებაში.

2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42