დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ასევე ხელისუფლების უყურადღებობა სოფლის მოსახლეობის მიმართ. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ ჭარბრენიანობის გამო მოსახლეობა ლუკმა-პურის გარეშე რჩება, ხმება ხეხილი, ფუჭდება საყანე ფართობები, ხილი. ხელისუფლება კი ხალხის პრობლემებისთვის ვერ იცლის და მოსახლეობას ყურადღებას არავინ აქცევს. აქედან გამომდინარე, ჩოხატაურის მოსახლეობა მოითხოვს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები .
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები როლანდ რამიშვილი, რომელიც აღნიშნულ აქციაზე იმყოფებოდა, მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს, რომელიც 1997 წლის 27 აგვისტოს ჩოხატაურის უშიშროებაში დაიბარეს და იქედან უგზო-უკვლოდ გაქრა.
მოგვიანებით კი, მისი დასახიჩრებული გვამი სამტრედიის რაიონის სოფელ ქვაყუდეში აღმოაჩინეს. მაშინდელმა უშიშროების უფროსმა ელგუჯა ცინცაძემ და პოლიციის უფროსმა ავთანდილ ვასაძემ არაჯეროვნად გამოიძიეს საქმე, ხან სამტრედია იძიებდა, ხან ჩოხატაური, ხან ოზურგეთი და დღეს თაროზეა შემოდებული" - განაცხადა დღეს სოფელ კოხნარში გამართულ სოლიდარობის აქციაზე როლანდ რამიშვილი დედამ, იამზე რამიშვილმა.
შვიმოკლული დედა საქმის გამოძიებას ითხოვს და მოუწოდებს ხელისუფლებას დასაჯოს მისი შვილის მკვლელები.
მასალის გამოყენების პირობები






