მოზარდების მკვლელეობის საქმე - საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით საქმის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები და პროკურორები ჩაერთვებიან, ასევე, საქმეზე ექსპერტიზა შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში ჩატარდება:
“ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო - სამედიცინო საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში და აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს. ჩვენ საეჭვოდ არ ვხდით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ არც ერთ ექსპერტიზას, თუმცა სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი და იმისთვის, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს კითხვებზე გაეცეს პასუხები, ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდი შვეიცარიის ქალაქ ლოზანის ბიუროსთან, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში. მათ გადაეგზავნებათ ყველა ნიმუში, მიეწოდებათ ყველა მტკიცებულება, ყველა მასალა, საზოგადოება ინფორმირებული იქნება მთელი ამ პროცესის შესახებ“, - განაცხადა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






