სამი გარდაცვლილიდან ორი გიორგი ფარცვანია და დავით ბუკია ერთმანეთის უახლოესი მეგობარი მეზობელია, ერთი კი სხვა სოფელში მცხოვრობი ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში მუშაობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერშელაპარაკებისა და გასროლის ხმა მკვლელობამდე არავის გაუგია.
მეზობელების თქმით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, რომელიც მკვლელობის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, 38 წლის გიორგი ფარცვანიას ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი წლების წინ პოლიციაში საქმიანობდა. 2015 წელს სამსახურიდან დაითხოვეს, ბოლოს კი ფოთში, ერთ-ერთი კომოანიის დაცვის სამსახურში მუშაობდა.
ფარცვანიასა და ბუკას მეგობრები გამორიცხავენ, რომ გიორგის ბავშვობის მეგობარი განზრახ მოეკლა.
„მშრომელი ბიჭები იყვნენ, ერთი ასაკის არიან და დროს ხშირად ერთად ატარებდნენ. არცერთი მათგანი დაოჯახებული არ ყოფილა. მეტიც, ერთმანეთს ეუბნებოდნენ მეჯვარეები ვიყოთ, რომელიმეს ქორწილშიო, დღეს რა მოხდა არ ვიცი, მთელი სოფელი დამუნჯებულია. სავარაუდოდ, ეს ჩემი ვარაუდია, მეგობებიდან ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა შემდდეგ კი აფექტის მდგომარეობაში სხვისი ოჯახიც დაღუპა და თავიც დაიღუპა“ - აცხადებს მოკლული ახალგაზრდების მეგობარი.
სამივე მოკლული ექსპერტიზის ეროვნულ ბიოუროში გადაასვენეს. ფარცვანიასა და ბუკიას პირველ მაისში, საკუთარ სახლში გვიან ღამით გადაასვენებენ.
56 წლის მამაკაცს, რომელიც ფარცვანიას სახლში მუშაობდა, ხინულაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.
ამ დროისთვის არცერთი მოკლულის ოჯახის წევრი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






