მამიას მთელი სხეული საფანტით აქვს დაგლეჯილი, სასწრაფო რომ მოვიდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო"- რატომ მოკლეს ბიზნესმენი სურამში?
სამართალი - 18:06, 29 May, 2018     10086
სურამში სანადირო თოფით მოკლული 59 წლის მამაკაცი ბიზნესმენი მამია ბითაძეა.

მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია.

ცნობილია, რომ მამია ბითაძე დაბა სურამში ბაიაანთ ხევში სასტუმროს მშენებლობით იყო დაინტერესებული, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ამ წუთებში გორში ექსპერტიზის ბიუროსთან არიან შეკრებილები, მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"საქმე სასტუმროს მშენებლობას შეეხება. სურამში, ტყეში ერთი ტრიალი მინდორია, რომელიც მამია ბითაძეს 49-წლიანი იჯარით გადასცა სახელმწიფომ, ამბობდნენ, იყიდაო, რაც სიცრუეა.

იქ უნდა აეშენებინა სასტუმრო. რაც ყველაზე მთავარია, ერთი ხეც კი არ უნდა მოჭრილიყო, უბრალოდ სასტუმრო იქნებოდა ტყეში. მამიამ არაერთგზის განაცხადა, რომ

მშენებლობას ერთი ხეც კი არ შეეწირებოდა. მიუხედავად ამისა, სასტუმროს მშენებლობა უბნის ნაწილმა გააპროტესტა, მათი მტკიცებით, მშენებლობა ტყის საფარს შეუქმნიდა საფრთხეს. ამიტომ მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. რეალურად, ამ ხალხს ტყე კი არ ადარდებს, უბრალოდ, ფიქრობდნენ, რომ სასტუმრო მიმდებარედ მცხოვრებთ დამსვენებლებს წაართმევდა.

დარწმუნებული ვარ, რეალურად მაგათ ტყე სულაც არ ადარდებთ, ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რაც დღეს იქ ხდება - ტყეში რომ შეხვიდეთ, ნაგავს მიაქვს იქაურობა. სასტუმროს ასაშენებლად მამიამ ბანკიდან სესხი გამოიტანა, ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით 200 000 ლარამდე. ამ სესხით აპირებდა სასტუმროს რაღაცა ნაწილი აეშენებინა და მერე უკვე აშენებული სასტუმრო ჩაედო ბანკში, რომ მშენებლობის დასასრულებელად კიდევ სესხი აეღო. ამბობდნენ, რომ მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები ეხმარებიანო, მაგრამ თავად მამია ამბობდა, რომ მხოლოდ თვითონ აშენებდა.

ამ პროტესტანტთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო მკვლელობაში ბრალდებული, ეს ხმაური დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, არადა, სასტუმროს აშენებისთვის საჭირო სამუშაოები მოკლულს უკვე დაწყებული ჰქონდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ ტერიტორიიდან შორს ცხოვრობს, ჩვენს უბანს არც ეკუთვნის. დღესაც, სამუშაოებზე მიმავალმა გრეიდერმა ამოიარა თურმე, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ კაცს დაუნახავს და უკან გაჰყოლია.

მანქანის მძღოლმა მამიას შესჩივლა, არ მაცლის ეს კაცი მუშაობასო და მამიაც მისულა სასტუმროს მშენებლობის ადგილზე. შელაპარაკებაც იქ მომხდარა. დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მკვლელს მანქანაში ჰქონია სანადირო თოფი, გადმოიღო და ესროლა.

როგორც ამბობენ, გარდაცვლილს მთელი სხეული საფანტით აქვს დაგლეჯილი, სასწრაფო რომ მოვიდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამიას 3 ბიჭი ჰყავს, კარგი ოჯახია"- უთხრა "კვირის პალიტრას" გარდაცვლილის მეზობელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42