სკანდალი: "დადასტურდა მირზა სუბელიანის ჩართულობა კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში"
სამართალი - 17:14, 28 May, 2018     9103
მოზარდების მკვლელობა ხორავაზე - ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მოწმის ჩვენებით დადასტურდა მირზა სუბელიანის ჩართულობა კონფლიწტის მონაწილეთა გადამალვაში.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დაადასტურა თუ არა ბრალდებულმა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინისანთან მირზა სუბელიანთან შეხვედრა და მოზარდების გადამალვაში მისი ჩართულობა, რაზეც დაცვის მხარემ დადებითი პასუხი გასცა.
„დადასტურდა სხვადასხვა პირების მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა. მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა და კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება,“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
ამასთან ადვოკატის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა დავით სარალიძის დაჭრის ფაქტში სხვა პირების მონაწილეობაზეც.

"მისი ჩვენებით სრულად დადასტურდა რომ კონფლიქტში სხვა ადამიანიებიც მონაწილეობდნენ, სხვა ადამიანების მიერ მოხდა დავით სარალიძის დაჭრა.

ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე საგამოძიებო ორგანომ ეს საქმე სწორად არ გამოიძია, თორემ დღეისთვის ბრალდების მხარე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. თუმცა, თავის დროზე ყველაფერი გაკეთდა, რათა წაეშალათ გარკვეული პირების მიერ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, კონკრეტული პირები არ დასაჯეს, რასაც მოჰყვა ის, რომ საქმე მთლიანად დაინგრა სასამართლოში განხილვის დროს და ნათლად დადასტურდა რომ საგამოძიებო ორგანო ტენდენციური იყო. ბრალდების მხარე არათუ ჩიხშია, საერთო სისხლის სამართლის საქმე, რასაც ბრალდება ეყრდნობა, ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან მათი პოზიცია, რომელიც ისედაც ძალიან უსუსური იყო, დღევანდელ სხდომაზე მთლიანად დაინგრა", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42