მოზარდების მკვლელობა ხორავაზე - "მოწმე ისაუბრებს იმ ახალ დეტალებზე, რომლებზეც აქამდე არცერთს უსაუბრია"
სამართალი - 13:55, 28 May, 2018     1946
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღეს სასამართლოს ჩვენებას ერთ-ერთი ბრალდებული მისცემს.

როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მოწმე ისაუბრებს იმ ახალ დეტალებზე, რომელზე აქამდე არცერთ მოწმეს არ უსაუბრია.

"დეტალურად მიაწვდის სასამართლოს იმ ინფორმაციას, თუ რა მოვლენები განვითარდა ხორავას ქუჩიდან წამოსვლის შემდეგ და მისი გადამალვისას, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი და ა.შ.

დღევანდელ სხდომაზე დასრულდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დაიკითხება არასრულწლოვანი ბრალდებული, რომელიც ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო ხორავას ქუჩაზე კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა კონფლიქტი და ასევე ისაუბრებს სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით იყვნენ ჩართულები კონფლიქტში. მიმაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი, დეტალური და სასამართლოს ექნება ყველანაირი საფუძველი იმისა, რათა გაიზიაროს ბრალდებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

გამორიცხული არაა დღეს ჩვენ მოვისმინოთ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, ხვალინდელ სხდომაზე კი უკვე დაცვის მხარე წარსდგება დასკვნითი სიტყვით, სადაც დაცვის მხარე დეტალურად მიმოვიხილავთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით შევძლებთ დავადასტუროთ, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და საგამოძიებო ორგანომ არ გამოიძია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სწორად და ობიექტურად.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, ასევე დაკითხული იქნა ორი ექსპერტი. ორივემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ დავით სარალიძის დაჭრაში მონაწილეობდა სხვადასხვა იარაღი, მათ შორის დანები და სხვა იარაღები. საგამოძიებო ორგანო კი მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში, მაინც იმ აზრზე რჩება, რომ საქმეში არსებული ორი დანითაა მიყენებული ჭრილობები", - განაცხადა კაკაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42