როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი პროკურორების მხრიდან რაიმე გადაცდომას.
რაც შეეხება მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, გაბიტაშვილის განცხადებით, ის წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია და გამოძიების მიერ არის დადგენილი.
„ჩვენ დაველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, ვნახოთ, როგორ შეფასებას მისცემს სასამართლო როგორც ამ, ასევე სხვა მტკიცებულებებს”, - თქვა გაბიტაშვილმა.
მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






