დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე სკანდალური ჩვენება მისცა, რომელიც სასამართლოსი ხმაურის და დაპირისპირების მიზეზი გახდა. კონფიდენციალურმა წყარომ კურიერს დღევანდელი სასამართლო სხდომიდან ჩანაწერი მიაწოდა, სადაც ექპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მოზარდები მაკრატლით მოკლეს.
„ლევან დადუნაშვილი არ არის მოკლული იმ არასრულწლოვანის დანით, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის.
დავით სარალიძის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბესთან არსებული ორი დაზიანება კუთხოვანი და ხაზოვანი ფორმისაა, ორმაგი. არ წარმოადგენენ ნაკვეთ, ნაჩხვლეტ დაზიანებებს და მიყენებული უნდა იყოს ერთი და იმავე საგნით, რომელსაც აქვს თავისებურებები. არ გამორიცხავს მათ მიყენებას გაშლილი, ისევ მაკრატელზე წავედით, ანუ დანები გამორიცხულია.“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






