ექსკლუზივი: "დანები, რომლითაც მოზარდები მოკლეს, ხორავაზე მირზა სუბელიანის შვილმა მიიტანა"
სამართალი - 15:37, 24 May, 2018     7607
„ნიუპოსტი“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარშემო ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს. დღეს რედაქციამ სანდო წყაროსგან მორიგი სკანდალური ინფორმაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურატურის, ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

წყარო ძალოვანი უწყებიდან ირწმუნება, რომ ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე სწორედ სუბელიანის შვილის მიერ ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მიტანილი ცივი იარაღით მოკლეს.

როგორც „ნიუპოსტის“ მკითხველმა უკვე კარგად იცის, სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი და ასევე, არასრულწლოვანი ნათესავი, მომხდარი ტრაგედიის ფიგურანტები არიან, თუმცა ორივე მათგანს რატომღაც მოწმის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით პროკურატურამ ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ერთ-ერთი დაკავებული თენგიზ კალანდია, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ქვისლია. ამავე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე პასუხისგებაში მიეცა თენგიზ კალანდიას ორი შვილი – მ.კ და ლ.კ, აქედან ერთს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იცავს, სრულწლოვან ბიჭი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„ნიუპოსტის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაციის შესახებ, საკუთარი წყაროებისგან იცის „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმაც.

ზვიად კუპრავას თქმით, მირზა სუბელიანის შვილმა ხორავას ნომერში არაერთი დანა მიიტანა.

„იმ დანებზე, რომლითაც მოზარდებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, აღმოჩენილია მირზა სუბელიანის შვილის დნმ. ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ მირზა სუბელიანის ოჯახის წევრმა შემთხვევის ადგილზე არაერთი დანა მიიტანა. საუბარია 3-4 დანაზე, მოგეხსენებათ ზამთრის პერიოდი იყო, ეცვა ქურთუკი, რომლის შიდა, გულის ჯიბეში ედო დანები. ამის თვითმხილველები არსებობენ. სწორედ აღნიშნულმა არასრულწლოვანმა დაარიგა ცივი იარაღები ჩხუბის დაწყებამდე. სწორედ, აღნიშნული ცივი იარაღით მოხდა მოზარდების სასიკვდილოდ გამეტება.

მართალია, პროკურატურა მთელი ეს პერიოდია ცდილობს მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ პირებს ხელი დააფაროს, მაგრამ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. ეს ადამიანი, როგორც მინიმუმ ორგანიზატორია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების, ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“- აცხადებს კუპრავა.

ყოფილი სამართალდამცავი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურას და თავად სუბელიანს სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი პირიც აშანტაჟებს.

„პროკურატურა იძულებულია, მირზა სუბელიანის შვილის მეგობარსაც დააფაროს ხელი, ვინაიდან თუ ეს პირი პასუხისმგებლობაში მიეცემა, ის გახსნის საქმეს, დაასახელებს სუბელიანთან ნათესაურ კავშირში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. პროკურატურა დანაშაულში მონაწილე მინიმუმ 3 პირს აფარებს ხელს“- აღნიშნა კუპრავამ.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექმიმებმა ვერც დავით სარალიძის გადარჩენა შეძლეს, ის მომხდარიდან მეორე დღეს დაიღუპა.

ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო, 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოკლული დავით სარალიძის მამა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42