როგორც საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, პროკურატურას დაზარალებულთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და თვალთვალთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბატონი ზაზას პოზიცია, თითქოს მას უთვალთვალებენ, არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი მოქმედებები ტარდება. რაც შეეხება აქციებს, ყველას აქვს გამოხატვის უფლება და ყველას შეუძლია, დააფიქსიროს საკუთარი აზრი. პროკურატურა ემიჯნება პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ განცხადებებს. რაც შეეხება იმას, თითქოს მირზა სუბელიანს მფარველობს პროკურატურა, ეს არის სიცრუე. დაზარალებულებთან, მათ ადვოკატებთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია. ანალოგიური ურთიერთობა გვაქვს ზაზა სარალიძესთან და მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ“, განაცხადა ფხაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






