გიგა ოთხოზირიას სადისტური მკვლელობა - 17 კაციანი სია, ვის მიმართაც “ქართველ პოლიციელთა ასოციაცია” სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
სამართალი - 17:24, 23 May, 2018     2286
“ქართველ პოლიციელთა ასოციაცია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს, რომლებმაც გიგა ოთხოზორიას მკვლელებს ხელი დააფარეს და ხელს უშლიან მართლმსაჯულების აღსრულებას.

“ქართველ პოლიციელთა ასოციაცია”-მ „ნიუპოსტს“ 17 კაციანი სია გადასცა, რომლებიც საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თანამონაწილეები არიან.

„2016 წლის 19 მაისს, 2 წლის წინ, ზუგდიდის მუნიცეპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლული იქნა 31 წლის გიგა ოთხოზორია, რომელსაც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მისი მოკვლის მიზნით შემოყვნენ მასზე განაწყენებული აფხაზეთის ე.წ. ,,მესაზღვრეები“ და ,,მებაჟეები“ (სულ 5 პირი): რაშიდ კანჯი-ოღლი, ალხას (ალიას) ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი და სერეგეი კორტენკო, რომლებმაც (უშუალოდ რაშიდ კანჯი-ოღლიმ) მდინარე ხურჩისწყლის ხიდთან მდებარე გამშვებ პუნქტზე მყოფი საზოგადოების, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ბატონი ოთხოზორია და მშვიდად დაბრუნდნენ ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რ-ის, სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე. ოთხოზორიას მიმართ ამ პირთა ბრალეულობა (უშუალო მკვლელი - რაშიდ კანჯი-ოღლის გარდა) აშკარად გამოიკვეთა, როგორც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ,,საბაჟო“ პუნქტთან (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა), ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე (მკვლელობის თანამონაწილეობა), თუმცა რატომღაც საქართველოს შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელი გუნდის მიერ, ამ 4 პირის (ცვეიბა, კუტოღლი, კვეკვესკირი, კორტენკო) მიმართ სამართებლივი დევნა არც დაწყებულა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 4 აღნიშნული პირი, აშკარად ხელს უწყობდა მკვლელს (რაშიდ კანჯი-ოღლის) განზრახვის აღსრულებაში, მათ წინააღმდეგ სამართებლივი დევნა და სამართლის აღსრულების უზრუნველყოფა არც უფიქიათ. აშკარად მცდარია ოთხოზორიას მკვლელობის საქმის კვალიფიკაციაც და 108-ე მუხლი - ,,განზრახ მკვლელობა“, 109-ე მუხლით - ,,განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“ უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ბატონი ოთხოზორიას მკვლელობა, რომელიც მთელმა საქართველომ ლამის ლაივ რეჟიმში იხილა, აშკარად შეიცავს საქ. სსკ-ის 109-ე მუხლის II ნაწილის ,,დ“ (განზრახ მკვლელობა ,,რასობრივი,რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყანარებლობის გამო“) და ,,ე“ (განზრახ მკვლელობა ,,ჯგუფურად“) ქვეპუნქტებითა და III ნაწილის ,,ბ“ (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ,,განსაკუთრებული სისასტიკით“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ხოლო სამართებლივი დევნა უნდა განხორციელდეს არა მარტო უშუალო მკვლელის (რაშიდ კანჯი-ოღლის), არამედ მის თანამზრახველთ: 1. ალხას (ალიას) ცვეიბას, 2. ბესიკ კუტოღლის, 3. არკადი კვეკვესკირის და 4. სერგეი კორტენკოს მიმართაც, რომლებმაც ოთხოზორიას მოკვლის განზრახვითა და მიზნით, გადმყვნენ მას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ხელი შეუწყვეს მკვლელობის განზრახვის აღსრულებას. ახლა მაინც გავუსწოროთ თვალი სიმართლეს, ბ-ნი ოთხოზორია მოკლეს ქართველობისთვის, სწორედ ეროვნული და ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე და არა სხვა განზრახვით. 2018 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა რეზოლუცია - ,,რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, რომელიც ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებში გარეული ყველა პირის, აგერეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, ღირსების შემლახავ მოპყრობაში და დანაშაულის დაფარვაში მხილებული, ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ სამართებლივ დევნას, სამართლის აღსრულების უზრუნველყოფას და მათ მიმართ სანქციების დადგენას ითვალისწინებს. საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტს აღნიშნული სია, 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ვითვალისწინებთ რა შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელი გუნდის მიერ, ბ-ნი ოთხოზორიას მკვლელის, მკვლელობის თანამონაწილეთა და მათ მფარველთა დადგენა-დაკავებისა და დანაშაულში მხილებისათვის, რბილად, რომ ვთქვათ ხელიდან გაშვებულ დროს, სახელმწიფოს, მინისტრთა კაბინეტს,შს მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას ვთავაზობთ იმ პირთა სიას, რომლებიც უშუალო კავშირშია ბატონი ოთხოზორიას მკვლელობასთან, დამნაშავეთა დაფარვასთან და მფარველობასთან, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ, 2017 წლის 31 მაისს (მკვლელობიდან 1 წლის თავზე), მკვლელის (რაშიდ კანი-ოღლის) მიმართ, სრულიად წარმოუდგენლად შეწყვიტა ,,სისხლის სამართებლივი დევნა“, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ მათ არც უწარმოებიათ და რაც ბუნებრივია აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო-პოლიტიკური მმართველი ელიტის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. ოთხოზორიას მკვლელობის კუთხით, ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა ,,დაამშვენოს“ (საქმის უშუალო გამომძიებლების გარდა) ოკუპირებული აფხაზეთის იმ სახელმწიფო-პოლიტიკური და ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც დაფარეს აშკარა მკვლელები, დაფარეს მძიმე დანაშაული და ხელი შეუშალეს (დღემდე უშლიან) მართლმსაჯულების აღსრულებას. სისხლის სამართებლივი დევნა უნდა დაიწყოს და სანქციები დაუწესდეს ოკუპირებული აფხაზეთის:

1. ე.წ. პრეზიდენტს - რაულ ჯუმკოს ძე ჰაჯიმბას - დაბ. 1958 წელს.

2. ე.წ. გენერალურ პროკურორს - ალექსი კუმფის ძე ლომიას - დაბ. 1965 წელს.

3. ე.წ. გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს - გიორგი ვახტანგის ძე არშბას - დაბ. 1967 წელს.

4. ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილეს და სამხედრო პროკურორს - ადგურ ნუგზარის ძე აგრბას - დაბ. 1981 წელს.

5. ე.წ. გალის რ-ის პროკურორს - ალხას ზაურის ძე ოტირბას.

6. ე.წ. გალის რ-ის პროკურორის მოადგილეს - ადგურ იურის ძე კოღონიას.

7. ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს - ლეონიდ იურის ძე ძიაპშიბას - დაბ. 1961 წელს.

8. ე.წ. გალის შსს განყოფილების უფროსს - გივი გიორგის ძე ჩაჩხიანს.

9. ე.წ. იუსტიციის მინისტრს - ეკატერინა ვლადიმირის ასულ ონიშენკოს - დაბ. 1978 წელს.

10. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის თავჯდომარეს - ზურაბ ბესლანის ძე მარღანიას - დაბ. 1969 წელს.

11. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის პირველ მოადგილეს - დაზმირ ვალიკოს ძე შამბას.

12. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის მოადგილეს - სერგეი იურის ძე ბარკოვსკის.

13. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის მოადგილეს - იგორ ნიკოლოზის ძე კოვანოვს.

14. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის მოადგილეს და სასაზღვრო სამსახურის უფროსს - ნოდარ გიორგის ძე ჩაჩხიანს.

15. ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავჯდომარეს - დაურ იურის ძეკობახიას - დაბ. 1970 წელს.

16. ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს - მსაუსტ გიორგის ძე შამბას - დაბ. 1972 წელს.

17. ე.წ. გალის რ-ის ადმინისტრაციის უფროსს - თემურ ნადარაიას - დაბ. 1970 წელს”- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42