20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მისი კლიენტისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, 2 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
"არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელმაც მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოში აღარ იმყოფება, შესაბამისად, ლადოს საფრთხე არ ემუქრება და ამიტომ ვიშუამდგომლებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება დღეს ვიშუამდგომლებ რომ მას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს. გირაოს სიმბოლურად 2000 ლარს შევთავაზებ, თუმცა მძიმე ბრალდებაა და დიდი იმედი არ მაქვს, რომ დაკმაყოფილდება.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია. ბრალდების მტკიცებულება, ანუ დანა ჭრილობებთან შეუსაბამოა. დანა, რომელიც მკვლელობის იარაღადაა ამოღებული, ჭრილობების ზომებს არ ემთხვევა. ამასთან დაკავშირებით დანიშნული გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა რა კითხვებს გასცემს პასუხს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ბრალდების მხარის ექსპერტიზას არ ვეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ 33 ჭრილობა ამოღებული იარაღით არაა მიყენებული. გოგონა გარდაცვლილია, დაცემულია, ქვაზე აქვს თავი დარტყმული და ჭრილობათა ძირითადი რაოდენობა ამითია გამოწვეული. თუმცა ძალიან საეჭვო გარემოებაა ის, რომ გოგონას აქვს გალესილი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






